saqarTvelos myinvarebi - dolრas myinvari

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
კოორდინატები 43°10`09` ჩ. გ. 42°31`25` ა. გ.
სიგრძე 7.64 კმ
ფართობი 5.48 კმ²
ტიპი ხეობური

 

სამხრეთ-აღმოსავლეთური ექსპოზიციის, ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. 1960 წელს მისი სიგრძე 8,78 კმ, ხოლო ფართობი 8,01 კმ² იყო. 2015 წლის მონაცემებით მისი სიგრძე 7,64 კმ, ხოლო ფართობი 5,48 კმ²-ია. მისი სიგრძეში დამოკლება ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ 1960 წელს მყინვარის რიგელზე გადმოკიდებული ენით მთავრდებოდა და ძლიერ მექანიკურ ნგრევას განიცდიდა. მიუხედავად ამისა, კავკასიონის სხვა მყინვარებთან შედარებით მყინვარ დოლრაზე უკანდახევის დიდი მაჩვენებელი არ ფიქსირდება. ასაზრდოებს მდინარე დოლრაჭალას.